ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის II სესიაზე აბიტურიენტების 3% არ გამოცხადდა
01-07-2019

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის II სესიაზე დარეგისტრირებულ აბიტურიენტთა 97% გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მეორე სესია 15:00 საათზე დაიწყო. 

ხვალ აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას ისევ ორ სესიად ჩააბარებენ. პირველი სესიისათვის რეგისტრაცია 08:00 საათზე დაიწყება, მეორე სესიისათვის კი 14:00 საათზე;

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს აბიტურიენტებს ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას და არ დაიგვიანონ გამოცდაზე.

ასევე იხილეთ: ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე აბიტურიენტების დაახლოებით 8% არ გამოცხადდა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203