თბილისის N29 საჯარო სკოლაში თემაზე - წიგნიერება ღონისძიება გაიმართა.ღონისძიებაში მე- 9 პირველი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მეცხრეკლასელებმა შეისწავლეს საინტერესო მასალები ლიტერატურის, ხელოვნების, ისტორიის თემებზე, განიხილეს სხვადასხვა ეპოქის შემოქმედთა მოღვაწეობა, ასევე შეეხენ ეპოქის მნიშვნელოვან საკითხებს, ნაწარმოებებში დასმული პრობლემატიკა გაანალიზეს და ჩამოაყალიბეს თავიანთი თვალსაზრისი.
ღონისძიებას პედაგოგი რუსუდან გვიჩია ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები