ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა მინი-სპექტაკლი - „n-ური ხარისხის ფესვი“ დადგა
01-07-2019
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, აკადემიკოს ვიქტორ გუჩუას სახელობის ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგმა ხათუნა ფიფიამ მინი-სპექტაკლი - „n-ური ხარისხის ფესვი“ დადგა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სპექტაკლში სახალისო ფორმით - როლური თამაშით ახსნილია n-ური ხარისხის ფესვის თვისებები.

„გავრცელებული აზრია, რომ მათემატიკა რთული საგანია ამ სტიგმის დაძლევას ემსახურება მინი-სპექტაკლი „n-ური ხარისხის ფესვი“, სადაც სახალისო ფორმით - როლური თამაშით ახსნილია n-ური ხარისხის ფესვის თვისებები.

მინი-სპექტაკლში მონაწილეობედნენ ვიქტორ გუჩუას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N 1 საჯარო სკოლის მოსწავლეები. ამჟამად ისინი უკვე წარმატებული სტუდენტები არიან . მინი სპექტაკლის სცენარის ავტორი და დამდგმელია ამავე სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ხათუნა ფიფია“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ვიდეო 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203