გორის N7 საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიამ ბედიანაშვილმა ბლოგერების კონკურსში - „მინდა გაგაცნო საქართველო“ მეორე ადგილი დაიკავა
01-07-2019

გორის N7 საჯარო სკოლის 9 კლასის მოსწავლე მარიამ ბედიანაშვილი განათლების სამინისტროს ორგანიზებულ ბლოგერების კონკურსში - „მინდა გაგაცნო საქართველო“ მონაწილეობდა. 

მარიამის ნამუშევარმა საქართველოს მასშტაბით მეორე ადგილი დაიკავა და მას საჩუქრად გადაეცა დიპლომი და 900 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათი.

სკოლა აღსაზრდელს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს. 

„სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი ვულოცავთ მარიამს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203