აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის მოსწავლემ გუგა ხუციძემ ესეების კონკურსში - „მომავლის ევროპელი“ წარმატებას მიაღწია
01-07-2019

აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის მოსწავლემ გუგა ხუციძემ საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს ფარგლებში გამოცხადებულ ესეების კონკურსში წარმატებას მიაღწია.

საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესა და ევროპის საბჭოს დაარსების 70 წლის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის ესეების კონკურსი - „მომავლის ევროპელი“ - „Imagining the European of the future?“გამოცხადდა.

კონკურსის ფარგლებში, მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნამუშევრები, სადაც შეეცადნენ, წარმოეჩინათ ევროპელი, რომლის ცხოვრების წესი და ფასეულობები ევროპული ღირებულებების გამომხატველია.

კონკურსის მიზანი იყო მოსწავლეებში ევროინტეგრაციის პროცესებისადმი ცნობადობის ამაღლება და ინტერესის გაზრდა, ჩვენი ქვეყნის, როგორც ევროპული ოჯახის წევრის მნიშვნელობის გააზრება და განვრცობა.

აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის მოსწავლე გუგა ხუციძე კონკურსის ფინალში გავიდა და დაიმსახურა დიპლომი  და 400-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი ნომინაციაში - „ჟიურის სიმპათია“ (ხელმძღვანელი-მასწავლებელი-ფ.ბენდელიანი). 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203