ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე აბიტურიენტების დაახლოებით 8% არ გამოცხადდა
01-07-2019

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 9 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.

დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან პირველ სესიაზე 92%-მდე აპლიკანტი გამოცხადდა გამოცდის ჩასაბარებლად. შესაბამისად, აბიტურიენტების დაახლოებით 8%  გამოცდაზე არ გამოცხადებულა. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

„ამ წუთებში საქართველოს მასშტაბით გახსნილ 23-ვე საგამოცდო ცენტრში ტესტირება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს აბიტურიენტებს, იყვნენ მაქსიმალურად მობილიზებულები და არ დაიგვიანონ საგამოცდო ცენტრებში“,-ნათქვამია naec-ის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203