ხალას საჯარო სკოლის მოსწავლე გურამ ხალვაშმა ტანვარჯიშში აჭარის ღია პირველობაზე წარმატებით იასპარეზა
30-06-2019
21-23 ივნისს გაიმართა აჭარის ღია პირველობა სპორტულ ტანვარჯიშში, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს, რუსეთისა და სომხეთის სპორტსმენები.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სეიდ გვარიშვილის სახელობის ხალას საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლე გურამ ხალვაშმა (მწვრთნელი გურამ ოსანაძე) მოზარდთა მესამე თანრიგში წარმატებით იასპარეზა და აღნიშნულ თანრიგში პირველი ადგილი დაიკავა.

„ეს გურამ ხალვაშის პირველი წარმატება არაა. შრომისმოყვარე ბიჭი წარმატებით ასპარეზობს ეროვნულ და საერთაშორისო შეჯიბრებებზე. ხალას საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მას შემდგომ წარმატებებს უსურვებენ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203