ციხისძირის საჯარო სკოლის 2018-2019 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ
01-07-2019
ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ.

მათ შორის ციხისძირის საჯარო სკოლის ორი მოსწავლეა -  მარიამ გაბაიძე და ლიკა ნორაიდელი.

მოსწავლეებს საჩუქრად ვეფხისტყაოსანი და სამახსოვრო სიგელები გადაეცათ. ღონისძიება 2019 წლის 28 ივნისს, ქობულეთის ცენტრალურ პარკში გაიმართა.

2018-2019 სასწავლო წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტში სრული ზოგადი განათლება 46 საჯარო და 4 კერძო სკოლის, 850 მეთორმეტეკლასელმა მიიღო.

სკოლა აღსაზრდელებს წარმატებებს უსურვებს. 

„წარმატებები ჩვენო პატარა მეგობრებო“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203