გთავაზობთ, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს
29-06-2019

„საქართველოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი ცნობილია.  2018-2019 სასწავლო წლის „საქართველოს ეტალონი მოსწავლე“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წმინდა ანდრია პირველწოდებულის გიმნაზიის მოსწავლე საბა ებანოიძე გახდა. საბამ 56 წამში 90 ქულა დააგროვა.

პირველ ადგილზე გასულ მონაწილეს განათლების სამინისტრომ გადასცა 1000 ლარი, მეორე ადგილზე გასულს 800 ლარი, მესამე ადგილოსანს 500 ლარი.

გამარჯვებულები დააჯილდოვეს ასევე სხვადასხვა კომპანიებმა - „არემჯი გოლდმა“ პირველი ადგილზე გასულ მონაწილეს 2500 ლარი გადასცა, მეორე ადგილზე გასული მონაწილე დააჯილდოვა „ახალმა ნათებამ“ და გადასცა 1000 ლარი, მესამეადგილოსანს  „კულამ“ 1000 ლარი გადასცა.

მესამე და მეოთხე ადგილზე თანაბარი რაოდენობის ქულები დააგროვეს მარიამ ტყეშელაძემ და საბა სამუშიამ, თუმცა მარიამმა ეს 66 წამში მოახერხა და საბამ 92 წამში.

იხილეთ ასევე:

2018-2019 სასწავლო წლის „საქართველოს ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203