თბილისის N124 საჯარო სკოლის მოსწავლეები მეგობარი სკოლის „მკითხველთა კლუბს“ სტუმრობდნენ
28-06-2019
მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის N124 საჯარო სკოლის მოსწავლეები თბილისის N83 საჯარო სკოლამ „მკითხველთა კლუბში“ მიიწვია.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრა იყო თბილი და საქმიანი, დირექცია - ყურადღებიანი, გარემო - სალონური.
„ყველა, დიდი და პატარა, წიგნის სიყვარულმა გაგვაერთიანა. უფროსკლასელებმა ისაუბრეს კლუბის მუშაობის შესახებ. ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სტუმრები და მასპინძლები, იყო კამათი წაკითხული წიგნების ავტორებზე, პერსონაჟებსა და ლიტერატურულ მიმდინარეობებზე. თბილისის N124 საჯარო სკოლის 10ბ კლასის მოსწავლემ გვანცა ჯიმშიტაშვილმა განსაკუთრებულად დაგვამახსოვრა თავი, მან მსმენელებს უამბო ფრანც კაფკას „მეტამორფოზის“ შესახებ. ეს იყო წაკითხულის გააზრება, ემოცია, კავშირი ცხოვრებისეულ ეპიზოდებთან და მოწოდება - ვიკითხოთ ბევრი და „კითხვა გადაგვარჩენს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს