მესტიის მუნიციპალიტეტის, ლენჯერის N1 საჯაროს სკოლის ისტორიის პედაგოგმა მაია გულედანმა და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა - ნინო ფილფანიმა, თეკლე შუკვანმა, გიორგი შუკვანმა, ბეშქენ ფილფანმა, ბერდია მერლანმა და თინათინ კვიციანმა თემაზე - „ქართველი მეფეები“ პრეზენტაცია ჩაატარეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციებით და ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით წარმოაჩინეს ქართველი მეფეები, მათი ღვაწლი და ამაგი საქართველოსა და ქართველი ერის წინაშე.