ჩქვალერის თემის საჯარო სკოლა სპორტის ყოფილი მასწავლებლის გურამ ქუხილავას ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდა
28-06-2019
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლა სპორტის ყოფილი მასწავლებლის გურამ ქუხილავას ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გურამ ქუხილავა ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს ემსახურა ჩქვალერის თემის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული აღზრდის საქმეს.
„ჰქონდა უამრავი წარმატება. იყო პუნქტუალური, საკუთარი საქმის მოყვარული, პრინციპული პედაგოგი. სკოლა ყოველწლიურად აღნიშნავს მის დაბადების დღეს, დაწესებული გვაქვს გურამ მასწავლებლის სახელობის თასი.
წელს მისი დაბადებიდან 80 წლის იუბილეზე ჯვარის სპორტულმა საზოგადოებამ ჩაატარა ღონისძიება პედაგოგის სახელზე. ჩქვალერში გაიხსნა სტადიონი, რომელსაც გურამ ქუხილავას სახელი ეწოდა. ჩატარდა ტურნირი სხვადასხვა სკოლის მოსწავლეთა შორის. მონაწილეობა მიიღეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმაც“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს