დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე დიანა რუხაია შექსპირის პიესებს გაეცნო
28-06-2019
დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე დიანა რუხაია შექსპირის პიესებს გაეცნო.
დიანა რუხაია XI კლასის წარჩინებული მოსწავლეა. ბოლოს მან გენიალური ინგლისელი დრამატურგის უილიამ შექსპირის სამი პიესა- „მეფე ლირი“, „ოტელო“ და „მაკბეტი“ წაიკითხა და მათ შესახებ მინი-ლექციებსაც მოუსმინა.
„დიანა ამ გენიალურ ნაწარმოებებზე ვრცლად მესაუბრა. ყურადღება გავამახვილეთ იდეურ მხარეზე. მართლაც რომ შექსპირი ცხოვრებას გვასწავლის და ერთგვარად აჯამებს წინამავალ თაობათა საკაცობრიო სიბრძნეს“- ამბობს სკოლის დირექტორი.
აღსანიშნავია ისიც, რომ დიანა გასულ სასწავლო წელს წარჩინებული სწავლისთვის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ პორტატული კომპიუტერით დაჯილდოვდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს