წყალთბილის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა „ანბანის ზეიმი“ გამართეს
28-06-2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის, წყალთბილის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა „ანბანის ზეიმი“ გამართეს.
სკოლის აღსაზრდელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ და შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს.
ღონისძიების ბოლოს დამსწრე საზოგადოებამ და მასწავლებლებმა მოსწავლეებს პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცეს.დამრიგებელმა აღსაზრდელებს საჩუქრებიც გადასცა.