სუხჩის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები 2018-2019 სასწავლო წელს აქტიურად იყვნენ ჩართული  როგორც სასკოლო, ასევე სკოლის გარე ღონისძიებებში
28-06-2019
ხონის მუნიციპალიტეტის, სუხჩის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები 2018-2019 სასწავლო წელს აქტიურად იყვნენ ჩართული  როგორც სასკოლო, ასევე სკოლის გარე ღონისძიებებში.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სასწავლო წლის განმავლობაში ჩატარდა რამდენიმე შიდა დაკვირვების გაკვეთილი, განხორციელდა რამდენიმე სასკოლო პროექტი, სკოლის ტრადიციისამებრ სხვადასხვა დღესასწაულთან დაკავშირებით მოეწყო სასკოლო ღონისძიებები, როგორიცაა, „ცოდნის დღე“, „წიგნი ცოდნის წყარო“, „ახალი წელი“,„დედა ენის დღე“, „26 მაისი“ და სხვა. სასწავლო წლის ბოლოს კი მოეწყო შემაჯამებელი ღონისძიება, აღნიშნეს 2018-2019 სასწავლო წლის დამთავრება. სკოლის დირექტორმა შეაჯამა გასული სასწავლო წელი, დაასახელა ის მოსწავლეები, როლებიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა კონკურსში და წარმატებაც მოიპოვეს. (დიმიტრი კირთაძე, ლუკა ლომიძე, თედო გოფოძე, თამარ ჭოლოკავა, მარიამ ბაცაში, მარიამ მოგლალაძე) დირექტორმა სკოლის საბაზო საფეხურის დამთავრება მიულოცა მირიან ხურცილავასა და გიორგი ფარულავას და პედაგოგებსა და მოსწავლეებს მომავალშიც წარმატებები უსურვა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203