წითელხევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიება - „გზა მომავალი წარმატებისათვის“ ჩაატარეს
28-06-2019
ბაღდათის მუნიციპალიტეტის, კოტე ფოცხვერაშვილის სახელობის წითელხევის საჯარო სკოლაში მე-4 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „გზა მომავალი წარმატებისათვის“ ჩაატარეს.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ, შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს და კლასის ხელმძღვანელს ოთხწლიანი ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.