თბილისის N208 საჯარო სკოლაში პროექტი - „სკოლის ვარსკვლავი“ ჩატარდა
27-06-2019
თბილისის N208 საჯარო სკოლაში, მუსიკის პედაგოგ ნინო აშორტიას ხელმძღვანელობით, პროექტი - „სკოლის ვარსკვლავი“ ჩატარდა. 

პროექტში დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

 სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა წარმოაჩინეს თავიანთი შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში: ცეკვა, სიმღერა, ხატვა, მხატრული კითხვა, ილუზიონიზმი, დრამზე შესრულება, გამოგონება.

გამოვლინდა სამი გამარჯვებული: დათა კალანდაძე, ლიზი მანძულაშვილი და ანა კიპაროიძე.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის პედაგოგს და მონაწილე ბავშვებს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203