შუახევის საჯარო სკოლას მეცხრეკლასელები ღონისძიებით დაემშვიდობნენ
27-06-2019
დუშეთის მუნიციპალიტეტის, შუახევის საჯარო სკოლას მე-9 კლასის მასწავლებლები დაემშვიდობნენ.
მეცხრეკლასელებმა შუახევის საჯარო სკოლაში სწავლის დასრულებასთან დაკავშირებით ღონისძიება გამართეს და მასწავლებლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. პედაგოგებმა კი მოსწავლეებს გზა დაულოცეს.
ღონისძიების ბოლოს პედაგოგებმა მოსწავლეებს ტკბილეული მიართვეს.