ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლა საგრანტო კონკურსში მონაწილეობს
27-06-2019
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ვიქტორ გუჩუას სახელობის ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლა მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობს.
სკოლა კონკურსზე სპეციალურმა მასწავლებელმა ნინო გამახარიამ წარადგინა.
სკოლებისათვის მცირე საგრანტო კონკურსი ორგანიზაცია PH International საქართველომ, ორგანიზაცია MAC Georgia-სთან ერთად გამოაცხადა. კონკურსი ტარდება სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ მხარდაჭერით, რომელსაც ახორციელებს PH International საქართველო აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.
საგრანტო კონკურსი ხელს შეუწყობს სასკოლო ინიციატივების დაფინანსებას, რათა შეიქმნას უფრო ხელმისაწვდომი გარემო შშმ მოსწავლეთათვის, ამაღლდეს საზოგადოებრივი ცნობიერება იმ პრობლემების შესახებ, რომლებთან გამკლავებაც უწევთ შშმ პირებსა და მათზე მზრუნველ ადამიანებს. საგრანტო კონკურსის მიზანია სკოლამ შეძლოს შშმ მოსწავლეთა საჭიროებების დაკმაყოფილება, ხელი შეუწყოს მათ აქტიურ ჩართულობას სკოლისა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მათი შესაძლებლობების მაქსიმალურად განვითარება-გამოვლენას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს