პოლინოზი - მცენარეული ალერგია და მასთან ბრძოლის ხერხები
27-06-2019

პოლინოზი- ანუ მცენარეული ალერგია მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს აწუხებს. ცემინება, თვალების და ცხვირის მიდამოების შეშუპება, ქავილი და სურდოსმაგვარი სიმპტომები სწორედ პოლინოზის ნიშნებია, რაც უმეტესად ყვავილის მტვრით არის გამოწვეული.

საქართველოსთვის დამახასიათებელია მცენარეთა ყვავილობის სამი სეზონი: ადრე გაზაფხულზე, გაზაფხულ-ზაფხულის გარდამავალ პერიოდში და ზაფხულ-შემოდგომის გარდამავალ პერიოდში. ალერგიული გამოვლინებებიც ძირითადად ამ პერიოდში აქტიურდება.

პოლინოზს მკურნალობენ როგორც უშუალოდ გამწვავების დროს, ისე პროფილაქტიკურადაც. დაავადების სიმპტომების შესამცირებლად უმთავრესად - ანტიჰისტამინურ, შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებებს იყენებენ.

თავის დასაცავად კი აუილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

- დროულად მიმართეთ ექიმს

- მოერიდეთ გარე აქტივობებს მზიან და ქარიან ამინდში

- ატარეთ მზის სათვალეები

- მიიღეთ შხაპი სახლში დაბრუნებისას

- სახლში მისვლისას აუცილებლად გამოიცვალეთ სამოსი

- არ გააღოთ მანქანის ან სახლის ფანჯრები, გასაკუთრებით დილით

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203