ობუჯის თემის N 2 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს ღონისძიებით დაემშვიდობნენ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ობუჯის თემის N 2 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს მზევინარ ქობალიას ღონისძიებით დაემშვიდობნენ.
მეოთხეკლასელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარსდგნენ და მაყურებელი სიმღერით, ცეკვით და სახალისო სკეტჩებით გაამხიარულეს. მოსწავლეებმა პედაგოგს ოთხწლიანი ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს, მზევინარ ქობალიამ კი მათ სიმბოლური საჩუქარი - წიგნები გადასცა.
„პირველი კლასიდან დღემდე...სითბო, სიყვარული, შემეცნების სიყვარული, წარმატებული წლები და იმედიანი მომავალი. მასწავლებელი მზევინარ ქობალია მათ პირველი კლასიდან დღემდე მოჰყვება. მეოთხეკლასელებმა სიმღერით, ცეკვით, სახალისო სკეტჩებით გაამხიარულეს დამსწრე საზოგადოება, მასწავლებელმა მზევინარ ქობალიამ კი მათ სიმბოლური საჩუქარი - საინტერესო წიგნები გადასცა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები