გთავაზობთ ვალის N4 საჯარო სკოლის მასწავლებელის ნინო აზირაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევას
ახალციხის მუნიციპალიტეტის, ვალის N4 საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელმა ნინო აზირაშვილმა შეფასების ჯგუფის წარმომადგენლებს საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის - „კითხვის მოტივაციის პრობლემები დაწყებით კლასებში და მათი გაუმჯობესების გზები“ ანგარიში წარუდგინა. როგორც პედაგოგი აღნიშნავს, დაწყებით საფეხურზე კითხვის სწავლებას უდიდესი როლი ენიჭება მოსწავლის შემდგომი განვითარებისათვის. სწრაფი და გააზრებული კითხვა დაეხმარება მას სწავლების შემდგომ საფეხურზე გაუადვილდეს სხვადასხვა საგნის გაგება-გააზრება. კითხვის უნარის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს უნარები განაპირობებენ შემდგომში პიროვნების აკადემიურ და პროფესიულ წარმატებას.
წინამდებარე ნაშრომში განხილულია კითხვის მოტივაციის პრობლემები დაწყებით კლასებში და ამ პრობლემების გაუმჯობესების გზები, კითხვის სწავლების ეფექტური სტრატეგიების მნიშვნელობა კითხვის სწავლების პროცესში.
პრეზენტაციამ დადებითი შეფასება დაიმსახურა.
გთავაზობთ ნინო აზირაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის
ანგარიშს