აფხაზეთის N15 საჯარო სკოლის გუნდმა საფეხბურთო შეჯიბრში გაიმარჯვა
27-06-2019

აფხაზეთის N15 საჯარო სკოლის საფეხბურთო გუნდი „კოკა-კოლას თასი 2019“-ის გამარჯვებული გახდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, 2019 წლის გათამაშების ფინალურ მატჩში აფხაზეთის N15 და თბილისის N39 საჯარო სკოლების გუნდებმა ისაპარეზეს. შეხვედრაზე აფხაზეთის N15 სკოლამ მეტოქე 2:0 დაამარცხა.

მესამე ადგილისთვის ერთმანეთს ბოლნისისა და ახმეტის პირველი საჯარო სკოლები დაუპირისპირდნენ და შეხვედრა ბოლნისელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

მონაწილებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა და ვიცე-პრეზიდენტმა თასები, მედლები და ინდივიდუალური ჯილდოები გადასცეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ულოცავს ზედა ეწერის აფხაზეთის N15 საჯარო სკოლის ფეხბურთელთა გუნდს გამარჯვებას და უსურვებს მას შემდგომ წარმატებებს.

შეგახენებთ, რომ მიმდინარე წლის 25 ივნისს, ბათუმის „რაგბი არენაზე“ „კოკა-კოლას თასი 2019“-ის ბიჭების გათამაშების დასკვნითი მატჩები გაიმართა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203