საგვაზავოს საჯარო სკოლაში ახალგაზრდა პოეტის ნინო ნეკერიშვილის ხსოვნას პოეზიის საღამო მიუძღვნეს
27-06-2019
აბაშის მუნიციპალიტეტის, საგვაზავოს საჯარო სკოლაში უდროოდ წასული ახალგაზრდა პოეტის ნინო ნეკერიშვილის ხსოვნას პოეზიის საღამო მიუძღვნეს. 

ღონისძიებას მასწავლებელი ხათუნა სახვაძე ხელმძღვანელობდა. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა კედლის გაზეთი და სამახსოვრო ბუკლეტები დაამზადეს.

„ისევ გახსენება, ისევ ტკივილი და ლამაზი ლექსები უდროოდ წასული ახალგაზრდა პოეტისა. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა დაამზადეს კედლის გაზეთი - „ჩვენ ❤️ ნეკერა“ და სამახსოვრო ბუკლეტები, მოაწყვეს პოეზიის საღამო“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203