რა შემთხვევაში მოიხსნებიან აბიტურიენტები გამოცდიდან გაფრთხილების გარეშე?!
27-06-2019

ერთიანი ეროვნული გამოცდების მოახლოებასთან ერთად აბიტურიენტების ვნებათაღელვაც მატულობს. პირველი გამოცდა აბიტურიენტებს 1-ელ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის საგანში აქვთ.  

გამოცდები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მკაცრად განსაზღვრული წესების დაცვით მიმდინარეობს, აბიტურიენტები კი გარკვეული ქმედებების გამო შესაძლოა გამოცდიდან გაფრთხილების გარეშეც კი მოიხსნან.

Etaloni.ge გთავაზობთ იმ შემთხვევათა ჩამონათვალს, რა შემთხვევაშიც აბიტურიენტები გამოცდიდან გაფრთხილების გარეშე მოიხსნებიან:

  • ლექსიკონის, დამხმარე მასალის, ე. წ. შპარგალკის, მობილური ტელეფონის, ე.წ. ტაბლეტის, საათის, კალკულატორის ან სხვა ელექტრონული აპარატურის აღმოჩენისას (თუნდაც ელექტრონული ხელსაწყო გამორთული იყოს);
  • წესრიგის უხეში დარღვევის ან საგამოცდო პროცესში მონაწილე პირის შეურცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში;
  • ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში.

ჩამოთვლილის გარდა, ნებისმიერი სხვა წესის დარღვევისას, აბიტურიენტი იღებს გაფრთხილებას.

ამასთან, მეორე გაფრთხილების მიღების შემთხვევაში დამკვირვებელი ვალდებულია, გამოცდიდან მოხსნას აბიტურიენტი.

იხილეთ ასევე: ეროვნული გამოცდები 1-ელ ივლისს დაიწყება - იხილეთ სრული განრიგი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203