დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ფეხბურთში მარტვილის ჩემპიონები გახდნენ 
26-06-2019

დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის საშუალო საფეხურის (X-XII კლასები) მოსწავლეებმა მარტვილის მუნიციპალიტეტში ფეხბურთში I ადგილი დაიკავეს.

ბოლო დროს სკოლის მოსწავლეებმა მესამედ მოიპოვეს ჩემპიონის თასი (2013; 2015 და 2019 წ). რამდენიმე წლის მანძილზე კი ოთხივე ასაკობრივი ჯგუფი გადიოდა ნახევარფინალში და არაერთი ასაკი ფინალში. გულშემატკივრებმა თამაშის დასასრულს მადლიერება და პატივისცემა გამოხატეს მოსწავლეებისა და სპორტის მასწავლებლის ბუთხუზ ნადარაიას მიმართ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ნახევარფინალში გასულ გუნდს ჰქონდა სხვა საჯარო სკოლებიდან ფეხბურთელების დამატების უფლება.

დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლამ ლედგებესა და თამაკონის მოსწავლეთაგან რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა და უნდა ითქვას, რომ გამარჯვება ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.

გაგაცნობთ გამარჯვებულებს:

1. დავით სიგუა
2. ნიკუშა ჯანაშია
3. ცოტნე ჯანაშია
4. მიშიკო (დუტა) წოწორია (ლედგებე )
5. თედო კუკანია
6. ნუკრი კოკაია
7. გიორგი თოდუა (ლედგებე)
8. გიგლა კოკაია
9. ამიკო თოდუა
10. ირაკლი ფარულავა
11. ბაჩო წულაია (ლედგებე)
12. გიორგი ჯანჯღავა
13. ლაშა ბეჭვაია
14. ჯონი ჯანაშია (თამაკონი)
15. ცოტნე ცაავა
16. ნიკუშა აშორტია

მწვრთნელი: ბუთხუზ ნადარაია.

დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ტურნირის ორგანიზატორს ბატონ ნუგზარ გაგუას, მარტვილის საფეხბურთო სკოლის დირექტორს ბატონ ჯესი სურმავას და გულშემატკივრებს.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203