ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლამ მეგობარი სკოლის პედკოლექტივს უმასპინძლა
26-06-2019
ხულოს მუნიციპალიტეტის, რუსლან მელაძის სახელობის ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლაში დევიზით - „ ჩვენ ვთანამშრომლობთ თქვენთან“ სტუმრად იმყოფებოდა თბილისის N52 საჯარო სკოლის პედკოლექტივი.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სტუმრებმა დიდი სიყვარული და პატივისცემა გამოხატეს რაიონის, სოფლის და სკოლის მიმართ.
„აღფრთოვანებული დარჩნენ არამარტო სკოლით არამედ ჩვენი სკოლის აღსაზრდელებით, რომლებმაც ლამაზი საღამო მიუძღვნეს: ლექსებით სიმღერებითა და ცეკვებით. მაყურებლების მხრიდან იყო დიდი ემოციები, სიხარულის ცრემლი, აღტაცების და ურთიერთ თანადგომის. არამარტო სტუმრები, არამედ ჩვენც ნასიამოვნები დავრჩით მასპინძლობით. უდიდესი სიყვარული და პატივისცემას გამოვხატავთ თითოეული თქვენგანის მიმართ. დღეს ამაყი ვართ თქვენით, თქვენი შემართებითა და მონდომებით. ღირსეულად გეტარებინოთ ის მისია რასაც მასწავლებლობა ჰქვია“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს