ივანდიდის საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა პოეტ ვასილ გულეურის შემოქმედებითი საღამო გამართეს
26-06-2019
ხონის მუნიციპალიტეტის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ივანდიდის საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ნინო უგულავას ხელმძღვანელობით, პოეტ ვასილ გულეურის შემოქმედებითი საღამო მოაწყეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა მსმენელებს სიამოვნებით წაუკითხეს პოეტის ულამაზესი ლექსები და ინსცენირება „ჭიანჭველა და რწყილი“ წარმოადგინეს.  

„მადლობა ბატონ ვასილ გულეურს, რომელმაც მოსწავლეები გამოგზავნილი მისასალმებელი ვიდეოთი ძალიან გაახარა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203