ქვემო არქევანის საჯარო სკოლაში უკვე მეორე წელია პროექტი „ლიდერ გოგონათა კლუბი“ ხორციელდება
26-06-2019
ბოლნისის მუნიციპალიტეტის, ქვემო არქევანის საჯარო სკოლაში უკვე მეორე წელია ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის სალომე გოჩოლეიშვილის ხელმძღვანელობით პროექტი „ლიდერ გოგონათა კლუბი“ ხორციელდება.
პროექტის მიზნებია:
ცნობიერების ამაღლება ქალთა უფლებების (გენდერული თანასწორობის) კუთხით;
ცნობიერების ამაღლება ძლიერი და წარმატებული ქალების შესახებ და პიროვნული განვითარების საჭიროების ჩვენება;
უმაღლესი და პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და დასაქმების საჭიროების ჩვენება;
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს