მუხურის თემის საჯარო სკოლის პედაგოგები სკოლების პედაგოგთა კონფერენციაში მონაწილეობდნენ
26-06-2019
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, მუხურის თემის საჯარო სკოლის პედაგოგები ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის დარბაზში გამართულ საჯარო სკოლების პედაგოგთა 1-ელ კონფერენციაში მონაწილეობდნენ. 

კონფერენციის თემა იყო - ,,მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი და ხარისხიანი განათლება“.

მუხურის თემის საჯარო სკოლის პედაგოგები- ირმა თოდუა და ნანა გუჯეჯიანი მსმენელის წინაშე საინტერესო პრეზენტაციებით წარდგნენ, ისაუბრეს სწავლების თანამედროვე მიდგომებზე.

კონფერენცია ჩხოროწყუს მასწავლებელთა კლუბის ორგანიზებით გაიმართა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203