რიყეთის საჯარო სკოლაში ბუნებისმეტყველებაში საინტერესო აქტივობებით გაჯერებული სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა
26-06-2019
ხულოს მუნიციპალიტეტის, მალხაზ შავაძის სახელობის რიყეთის საჯარო სკოლაში ბუნებისმეტყველებაში სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილი საინტერესო აქტივობებით იყო გაჯერებული. პედაგოგმა გაკვეთილზე მრავალფეროვანი ვიზუალური მასალა გამოიყენა. მოსწავლეები სასწავლო პროცესში ინტერესით ჩაერთნენ და იაქტიურეს.