ხონის N2 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული სტანდარტული გაკვეთილები ჩატარდა
26-06-2019
ხონის N2 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებელმა მარიეტა ფარცხალაძემ მე-2ბ და მე-6 კლასებში სტანდარტული გაკვეთილები ჩაატარა.
გაკვეთილები საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო გაჯერებული. მოსწავლეები სასწავლო პროცესში ინტერესით ჩაერთნენ და იმუშავეს, როგორც ინდივიდუალურად ისე ჯგუფურად.