არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მოსწავლეებმა ღონისძიება - „ჩვენი სახელების ისტორია“ გამართეს
25-06-2019
წყალტუბოს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მე-2 კლასის მოსწავლეებმა ძალიან საინტერესო და შემეცნებითი ღონისძიებით - „ჩვენი სახელების ისტორია“ მოიწონეს თავი.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მოუთხრეს საქართველოში ყველაზე გავრცელებული, თავიანთი, მათი მშობლებისა და მასწავლებლების სახელების ეტიმოლოგიის შესახებ.
„აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მრავალ მათგანს არასდროს დაავიწყდება მათი სახელის ისტორია“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს