დაბა ხულოს საჯარო სკოლის ისტორიის კლუბის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა
25-06-2019
დაბა ხულოს საჯარო სკოლის ისტორიის კლუბის - „დიდგორი“ წევრების დასკვნითი შეხვედრა გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კლუბის წევრებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს წლის განმავლობაში გაწეული მუშაობა და ისაუბრეს სამომავლო პერსპექტივებზე.
კლუბის ხელმძღვანელმა ჟუჟუნა ცეცხლაძემ მადლობა გადაუხადა თითოეულ წევრს აქტიურობისათვის, მისცა საზაფხულო არდადეგებზე წასაკითხი ლიტერატურა და ხალისიანი დასვენება უსურვა.