მაღრაანის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილ პედაგოგებს დაემშვიდობნენ
25-06-2019
ახმეტის მუნიციპალიტეტის, მაღრაანის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილ პედაგოგებს რობიზონ გუბეშვილს, როზა იმერლიშვილს, ელენე მურთაზაშვილს და ეთერ კუპატაძეს დაემშვიდობნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგებმა თავიანთი დაუღალავი შრომით ათეული და ასეული მოსწავლე გამოზარდეს, რისთვისაც სკოლა მათ მადლობას უხდის.
„ჩვენი სკოლის ბერმუხები...შინაგანად მასწავლებლები,რომლებსაც უზომოდ უყვართ თავისი პროფესია და უყვართ ბავშვები. ხოლო, პასუხისმგებლობის გრძნობა სისხლსა და ძვალში აქვთ გამჯდარი. ჩემი უღრმესი პატივისცემა და სიყვარული მათ.
დამშვიდობება ჩვენს ღვაწლმოსილ და დამსახურებულ პედაგოგებთან, რომლებმაც თავიანთი დაუღალავი შრომით გამოზარდეს ათეული და ასეული მოსწავლე, მადლობა თქვენ ამისთვის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს