ნიგვზარის საჯარო სკოლაში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 101 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
25-06-2019
საჩხერის მუნიციპალიტეტის, ნიგვზარის საჯარო სკოლაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 101 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ქართულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე გაიხსენეს საქართველოს ისტორიის ქრონიკები და მოაწყვეს გამოფენა 1921 წელს დაღუპული ეროვნული გმირების უკვდავსაყოფად.
„ეროვნული სული ზეიმობდა ნიგვზარის საჯარო სკოლაში! სცენაზე ქართულ ხალხურ ცეკვას პატრიოტული სულისკვეთების ლექსი ცვლიდა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 101 წლის იუბილე აღინიშნა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს