ქსნის საჯარო სკოლაში IV კლასის გამოსაშვები ზეიმი გაიმართა
25-06-2019
მცხეთის მუნიციპალიტეტის, ქსნის საჯარო სკოლაში IV კლასის გამოსაშვები ზეიმი გაიმართა.
ღონისძიებას კლასის დამრიგებელი ეკა კაკალაშვილი ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ, შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს და მასწავლებელს ოთხწლიანი ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.