გორის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტანვარჯიშში წარმატება მოიპოვეს
25-06-2019

გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის დარბაზში  ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეჯიბრება ტანვარჯიშში ჩატარდა.

ღონისძებაში მონაწილეობდნენ გორის N3 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეები, რომლებმა 1-ლი, მე-2, და მე-3 ადგილები  მოიპოვეს, (დამრიგებელი -ლეილა დალაქიშვილი).

პირველი ადგილი დაიკავა -  მარიამ მარღიშვილმა, მეორე - ანა მუზიაშვილმა, ხოლო მესამე ადგილს ნია დემურიშვილი დასჯერდა.

შეჯიბრში ასევე, მონაწილეობდნენ ამავე კლასის მოსწავლეები: მარიამ წკრიალაშვილი, მარიამ მაჭარაშვილი, ანანო ქიტუაშვილი. 

მოსწავლეები სკოლამ სიგელებით დააჯილდოვა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203