ქარელის N1 საჯარო სკოლაში დედა ენის დღე ღონისძიებით აღნიშნეს
25-06-2019
ქარელის N1 საჯარო სკოლაში დედა ენის დღე ღონისძიებით აღნიშნეს. 

სკოლის აღსაზრდელებმა საზეიმო ღონისძიება სკოლის ეზოში გამართეს და დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარსდგნენ.

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.

იხილეთ ვიდეო და ფოტო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203