ყელქცეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტში - „ადამიანის უფლებები დოკუმენტური ფილმებით“ მონაწილეობდნენ
25-06-2019
გორის მუნიციპალიტეტის, ოთარ ჩხეიძის სახელობის ყელქცეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტში - „ადამიანის უფლებები დოკუმენტური ფილმებით“ მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ყელქცეულის სკოლის მოსწავლეებმა ბევრი რამ შეიტყვეს და შეიმეცნეს.
„ძალიან ნაყოფიერი და მრავლისმომცემი პროექტი განახორციელა მეგობრობის ხიდმა „ქართლოსმა“, ბევრი რამ შეიტყვეს და შეიმეცნეს ყელქცეულის სკოლის მოსწავლეებმა. 300-მდე ახალგაზრდამ ცნობიერება აიმაღლა ადამიანის უფლებების კუთხით, ეს ცოტას არ ნიშნავს!“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.