წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფერეიდანში წამებულ ქართველთა ხსენების დღეს ღონისძიება - „საამაყო ქართველები“ მიუძღვნეს
25-06-2019
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა ფერეიდანში ქრისტესთვის წამებულ ქართველთა ხსენების დღეს ღონისძიება - „საამაყო ქართველები“ მიუძღვნეს.
ღონისძიებას კლასის პედაგოგი იამზე ხაჭაპურიძე ხელმძღვანელობდა.
სკოლის აღსაზრდელებმა ფერეიდანში გადასახლებული თანამემამულეების შესახებ ისაუბრეს. ღონისძიების ლოზუნგი იყო - ვინც ცისარტყელის ქვეშ გაივლის, სამშობლოში დაბრუნდება.