ზეგნის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელმა საინტერესო მეთოდების და რესურსების გამოყენებით პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილები ჩაატარა
25-06-2019
ბაღდათის მუნიციპალიტეტის, ზეგნის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა თამარ ხუსკივაძემ მე-7 და მე-11 კლასებში სამოდელო, პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილები ჩაატარა.

მე-7 კლასში ჩატარებული გაკვეთილის თემა იყო - ვაჟა - ფშაველას „კლდემ მხოლოდ ერთხელ თქვა“.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა გაანალიზეს მხატვრულ ტექსტში ტროპული და ენობრივი მახასიათებლები, ამოიცნეს მწერლის სათქმელი და დასახეს გზები პრობლემის მოსაგვარებლად .გაკვეთილზე გამოყენებული იყო მრავალფეროვანი რესურსები, რამაც ხელი შეუწყო გაკვეთილის წარმატებით წარმართვას.

მე-11 კლასში ჩატარებული გაკვეთილის თემა იყო - ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი“-გაუცხოების პრობლემა საზოგადოების ფენებს შორის.

„მოსწავლეებმა  მხატვრულ და ენობრივ მახასიათებლებზე დაკვირვებით წარმოაჩინეს პერსონაჟთა სახეები, გააანალიზეს საზოგადოების ფენებს შორის გაუცხოების პრობლემა და იმსჯელეს პრობლემის თავიდან ასაცილებლად საჭირო ზომების შესახებ. გამოყენებული იყო  საინტერესო მეთოდები და რესურსები, რამაც განაპირობა გაკვეთილის საინტერესოდ წარმართვა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203