საჩხერის რაიონ ჭალოვანის საჯარო სკოლის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ქართული სული“ მონაწილეობა მიიღო თბილისში პროფკავშირების კულტურის ცენტრში კომპანია MAGIC GROUP-ის მიერ გამართულ ფესტივალზე GOLD STAR - 2019 TBILISI.
კოლექტივმა სერიოზულ წარმატებას მიაღწია: ანსამბლის ხელმძღვანელებს გადაეცათ სპეციალური ჯილდოები, ფესტივალზე წარმატებული გამოსვლისათვის.
ანსამბლის წევრები (34 მონაწილე) დაჯილდოვდნენ ფესტივალის ლაურეატის დიპლომებით და სამახსოვრო სიგელებით.
ჭალოვანის საჯარო სკოლა წარმატებებს უსურვებს თავის მოსწავლეებს.
იხილეთ ფოტოები: