ზენითის საჯარო სკოლის ახალგაზრდული საბჭოს ეგიდით მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდა
25-06-2019
ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ზენითის საჯარო სკოლის ახალგაზრდული საბჭოს ეგიდით მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდა.
გაიმართა გარემოსდაცვითი ღონისძიება - „სუფთა ზენითი“, ფოტოკონკურსი - „დაგვანახე შენი სოფელი“ და დედა ენისა და სიყვარულის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები.
მოსწავლეები ღონისძიებებში ხალისით ჩაერთნენ და იაქტიურეს.