ძიმითის საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს არჩევნები ხარვეზების გარეშე ჩატარდა
25-06-2019
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, ძიმითის საჯარო სკოლაში თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს - სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლაში სამეურვეო საბჭოს არჩევნები წარმატებით და ხარვეზების გარეშე ჩატარდა.

როგორც ცნობილია, სამეურვეო საბჭო სკოლის მმართველობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია და მის შემადგენლობაში შედიან მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული წარმომადგენელი (თანაბარი რაოდენობით ირჩევენ მშობლებსა და პედაგოგებს). ასევე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობას უფლება აქვს სამეურვეო საბჭოში თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203