მუხურის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დასრულება ინტელექტ ტურით აღნიშნეს
25-06-2019
ტყიბულის მუნიციპალიტეტის, მუხურის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დასრულება ინტელექტ ტურით - „ყველაზე ჭკვიანი“ აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა თავიანთი ცოდნა კიდევ ერთხელ გამოსცადეს, გამარჯვებული გუნდი კი ტრადიციულად ქების სიგელით დაჯილდოვდა.
მუხურის N1 საჯარო სკოლის აღსაზრდელები ყველა სკოლის მოსწავლეებს, ბედნიერ შემეცნებით და კარგ ზაფხულს უსურვებენ.