თბილისის N124 საჯარო სკოლის მოსწავლეები ბოტანიკური ბაღის მოწყობილ შემეცნებით-გასართობ თამაშში მონაწილეობდნენ
25-06-2019
მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის N124 საჯარო სკოლის 7ა, 8ა და 8ბ კლასის მოსწავლეები საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მოწყობილ შემეცნებით-გასართობ თამაშში „Garden games“ მონაწილეობდნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, თამაში იყო ჯგუფური და შეჯიბრებითი ხასიათის. პროექტის განმავლობაში მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მინიშნებების პოვნაში, შემეცნებითი ამოცანების ამოხსნასა და სხვადასხვა სახალისო აქტივობაში. 

შესარჩევ ჯგუფში I ადგილზე გავიდა 8ბ კლასის გუნდი, II- III-V ადგილზე 7ა კლასის გუნდები და IV ადგილზე კი - 8ა კლასის გუნდი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203