ზუსტად ერთი წლის წინ მარნეულის მუნიციპალიტეტის ხოჯორნის საჯარო სკოლის კონსულტანტ-მასწავლებელმა, ლალი მარგიანმა საკუთარი საცხოვრებელი პეპის სახლად აქცია.
მოგეხსენებათ, მოსწავლეები „ვილა ხოჟორნაში“ ზაფხულის ცხელ დღეებს საინტერესოდ ატარებენ - საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ეცნობიან, სახელმწიფო ენის უკეთ შესწავლას ცდილობენ და არაფორმალურ გარემოში შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე ზრუნავენ, რა თქმა უნდა, ერთობიან კიდეც.