დანისპარაულის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი აქტივობა დასრულდა
24-06-2019

ხულოს რაიონის დანისპარაულის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების სწავლების ეგიდით ჩატარებული გაკვეთილების ციკლი დასრულდა.

აქტივობა, PH international (ACPi) პოლიციის საზოგადოებრივი საქმიანობის ინიციატივა აჭარაში - ფარგლებში ჩატარდა.

პროექტი მოიცავდა რამდენიმე გაკვეთილს:

პოლიციის პროფესიის გაცნობა,  ჯანსაღი ცხოვრების წესი,  ბავშვთა დაცვა, კონფლიქტების მოგვარება , ტოლერანტობა, ადრეული ქორწინება, ოჯახური ძალადობა, ტრეფიკინგი, ბულინგი, ბავშვთა დაცვა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო  სამი გასვლითი ღონისძიება 1. ხულოს მერიის სააქტო დარბაზში პროექტების დაწერა, 2. ხულოს რაიონულ სასამართლოში სასამართლოს იმიტაცია, სახანძროსა და სამაშველო სამსახურების პროფესიების გაცნობა ადგილზე მისვლით და პოლიციის პროფესიის გაცნობა პოლიციის შენობაში 3. ხულოს ცენტრალური კიბეების მოხატვა ბავშვების მონაწილეობით.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის ფარგლებში ბავშვებმა ძალიან ბევრი ისწავლეს და კმაყოფილები არიან: „დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ამ პროექტის დამფუძნებლებს, ასევე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს პოლიციელს ბატონ გოჩა კოჩალიძეს, მან შეიძლება ითქვას მოიპოვა ბავშვების ნდობა, ბავშვები პოლიციელს როორც დამსჯელ მექანიზმს ისე კი არ უყურებენ არამედ სამართლიან ადამიანს და საზოგადოებრივი წესრიგის დამცველს...“

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203