სენაკის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა საკუთარი კვლევითი ანგარიშის პრეზენტაციები გამართეს
24-06-2019

ჟიული შარტავას სახელობის ქ. სენაკის N2 საჯარო სკოლის უფროსმა მასწავლებლებმა მათ მიერ წარმოდეგნილი საკვლევი საკითხების შესახებ პრეზენტაციები ჩაატარეს.

მასწავლებლებმა: ლია მინდაძემ, მაია დგებუაძემ, ნანა შეროზიამ, რუსუდან ლომიამ, მარინე გრიგოლიამ, ნანა თავართქილაძემ, ირინა განგიამ, მეგი გრიგოლიამ, ნანა ტყებუჩავამ მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში მოაწყვეს შეხვედრა, სადაც თითოეულმა მათგანმა აუდიტორიას გაუზიარა საკუთარი პედაგოგიური კვლევის ანგარიში.

მათ წარმოადგინეს პრეზენტაციები, ისაუბრეს საკვლევ საკითხებზე, მათ აქტუალობაზე, მიზეზებსა და ამოცანებზე. საინტერესო გამოდგა მათ მიერ განხორციელებულ ინტერვენციების შესახებ მსჯელობა. იყო აქტიური უკუკავშირი. პედაგოგებმა მოისმინეს შეფასება, რეკომენდაციები. შეხვედრას ესწრებოდნენ საკოლის დირექტორი დემნა ჭანტურია და მოადგილე თეა ფუტკარაია. რომელთაც წარმატებები უსურვეს კოლეგებს კარიერულ წინსვლაში

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203